четверг, 28 сентября 2017 г.

პროექტის სახელწოდება- ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი''
პროექტის აქტუალობა-  მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ მე-19 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურულ მიმდინარეობას- რომანტიზმს.
პროექტის მიზნები-მოსწავლეები იმსჯელებენ ქართული რომანტიზმის წარმომშობ მიზეზებზე, შეისწავლიან მის პოლიტიკურ საფუძვლებს, შეაფასებენ იმდროინდელ ვითარებას.
მონაწილეთა ასაკი-მე-11 კლასი
პროექტის სახელწოდება-2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას-მოსწავლეები დაამზადებენ ბუკლეტს, კედლის გაზეთს, სლაიდ-შოუს, ვიდეო-კლიპს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები-პროექტორი,კომპიუტერი,მარკერები ფორმატის ქაღალდი
პროექტის მსვლელობა -მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, გაინაწილებენ დავალებებს,გავემგზავრებით  ექსკურსიაზე კახეთში ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის დასათვალიერებლად.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·         იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
·         ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).


ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად „ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი ნაწილის მიხედვით (მაგ., შესავალში დასმული რომელი საკითხი განიხილა მოსაუბრემ სრულად, რა იყო ბუნდოვანი და ფრაგმენტული, რა საკითხი დარჩა მოსაუბრის ყურადღების მიღმა და ა.შ.);

·         აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე). 
პროექტის ხელმძღვანელი-მანანა ქოქაშვილი


ხელმძღვანელის ელ ფოსტაmanana.koka@gmail.com